|
2017-09-22 15:54:13, 2392 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერებმა ცხოვრების გახანგრძლივების მარტივი ხერხი დაასახელეს
კანადაში მდებარე მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და მისი გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელეს. მათი მტკიცებით კვირაში 5 დღის მანძილზე 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ადვილი ხერხია. როგორც ჟურნალები The Lancet და New Scientist წერენ, მასშტაბურ 7 წლიან კვლევაში 17 ქვეყნიდან 130 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების, რომლებიც კვირაში 175 წუთი ჩქარ ტემპში დადიან, ნაადრევი დაბერების და სიკვდილის რისკი 36% მცირდება. მეცნიერების მტკიცებით აუცილებელი არ არის იაროთ სპორტულ დარბაზში და სხვა სპორტზე, საკმარისია გაიაროთ დღეში იმ კილომეტრების რაოდენობა, რომელიც თქვენს წონას და ასაკს შეეფერება. „18-64 წლის ადამიანებმა კვირის მანძილზე როგორც მინიმუმ 150 წუთი უნდა დაუთმონ ფიზიკურ დატვირთვას“, - წერს მეცნიერული ჟურნალი New Scientist კანადელი მეცნიერების ექსპერიმენტის დასკვნაზე.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)