|
2017-09-22 12:28:59, 2269 ნახვა
საზოგადოება
კლარა ბერაიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის“ ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს. კლარა ბერაია 1970-1993 წლებში სოხუმის სამშობიარო სახლში, ბებიაქალის თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მას უმაღლესი კატეგორიის ბებიაქალის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მე-8 სამშობიარო სახლის ექთნად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ საქართველოში მოღვაწეობს. 2010 წელს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციამ კლარა ბერაია ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიებას შპს. „გაგუას კლინიკის“ დირექტორი დავით გაგუა და საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდნენ. (NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)