|
2017-09-22 10:34:15, 1893 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები გაეცნენ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ელექრონული სერვისებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტურიც მოეწყო, რომლის მიმდინარეობისას ფორუმის მონაწილეთა დელეგაცია სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. ტურის შემდეგ, სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს სხვა სსიპების წარმომადგენლების მოხსნებებიც მოისმინეს. ფორუმის მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. საერთაშორისო ვაჭრობისა და სამთავრობო შესყიდვების საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონალური ფორუმი 19-22 სექტემბერს, თბილისში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით იმართება. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ესწრებიან.
(NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)