|
2017-09-22 10:30:35, 2059 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში თბილისის 48-ე, 138-ე, 143-ე, 149-ე და 159-ე საჯარო სკოლებიდან 60-მდე მოსწავლე მოხალისეობრივად ჩაერთო. მოზარდებმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და პანსიონატის თანამშრომლებთან ერთად პანსიონატის ეზო და შენობა დაასუფთავეს, ღობეები შეღებეს და მცენარეები მოაწესრიგეს. დასუფთავების აქციაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხანდაზმულთა პანსიონატთან, რომლის ბენეფიციარების მხარდასაჭერად პროგრამა - „ორი თაობა“ მიმდინარეობს. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს ყოველკვირეულად სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სხვა.
(NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)