|
2017-09-21 16:08:34, 2623 ნახვა
საზოგადოება
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებას ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, პოეტები ერეკლე საღლიანი და მზია ხეთაგუროვი ესტუმრნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა მსჯავრდებულებისთვის პოეზიის საღამო გამართეს, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს. საღამოზე მსჯავრდებულებმა ლექსები ცნობილი პოეტებისა და საკუთარი შემოქმედებიდანაც წაიკითხეს. შეხვედრის ბოლოს ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა ზაურ კალანდიამ მსჯავრდებულებს ჟურნალის რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადასცა, მათ შორის „რიწის“ ის ნომერი, რომელშიც სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა შემოქმედება დაიბეჭდა. მსჯავრდებულებს საჩუქრად საავტორო წიგნები პოეტებმაც გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჟურნალ „რიწის“ რედაქციასთან თანამშრომლობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. შემეცნებითი ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად ხორციელდება.
(NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)