|
2017-09-21 13:17:45, 2164 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი BTU-ს სტუდენტებს: არასდროს შეგეშინდეთ იყოთ რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცე გახსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და პრეზიდენტის მრჩევლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, ბატიაშვილმა პრეზიდენტს "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ "სილიკონ ველი თბილისი" პარტნიორებთან - NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს. როგორიცაა: ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა განათლებაში, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა. გიორგი მარგველაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მიერ განხორციელებულ გლობალურ პროექტებში ჩაერთვებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ახალი შესაძლებლობები არის ის, რაც საქართველოს კიდევ უფრო ნათლად და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული ინდივიდების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. "სწორედ ნოვატორები რეალურად წაწევენ წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ადამაინებმა შექმნეს მეცნიერება, ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც დღეს ჩვენ ვართ. არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამგრევი, არასდროს არ შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმა. სწორედ ამ არაორდინალური შეხედულებების, არასტანდარტული ხედვის შედეგად იქმნება ახალი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და არაერთი პროექტის თანადამფინანსებელია.
(NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)