|
2017-09-21 13:03:58, 2100 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრში, მაღალი კლასის სასტუმროში „შანგრილა“ განთავსებული ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი მასალა და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა. როგორც ლევან დავითაშვილმა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული და ბიზნესურთიერთობების განმტკიცება ფრიად მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. „ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ქართული კულტურის მუზეუმი კომპანიის „სუოლუნი“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და ქართული კულტურის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინა. ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინში გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის სახლის გახსნას საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე აგრარულ საკითხებში ბატონი ოთარ დანელია, კახური ტრადიციული მეღვინეობის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. (NS)
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)