|
2017-09-19 18:24:29, 3262 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ
„დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა პროცესში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტში შეიტანეს მხოლოდ ის ცვლილებები, რომელსაც ყველა პარტია მხარს უჭერს. „მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა, იმისთვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავიანთი შეხედულებებით ძალიან ბევრ საკითხზე. მინდა გაგახსენოთ, რომ ეს მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს. და მაინც, გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ამ ძირითადი თემებიდან, დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით, იმ საკითხით, რომელზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება, ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისევე პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)