|
2017-09-18 21:58:23, 2407 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ვაკის რაიონის პრობლემებს გაეცნო
„ჩვენი მთავარი მიმართულება,თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.ჩვენ ვაპირებთ 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დედროლოგიული პარკის განახლებას.მოხდება მზიურის სრული რეაბილიტაცია,რომელსაც შემდგომ საფეხმავლო ხიდით დავაკავშირებთზოოპარკის ტერიტორიას,ხოლო ზოოპარკს თბილისის ზღვაზე გადავიტანთ,“-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. კახა კალაძემ მოსახლეობას საარჩევნო გეგმები ვაკის რაიონის მაჟორიტარებთან ერთად გააცნო.თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გარდა კალაძე ისეთ პრობლემებსაც შეეხო,როგორიცაა საზოგადოებრივი ტრასპორტი.მისი განცხადებით 4წლის განმავლობაში არსებულ ყვითელ ავტობსებს თანამედროვე,ევროპული 700 ავტობუსი ჩაანაცვლებს,ასევე მოხდება ახალი სამარშუტო ხაზების დამატება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულბებზეც ისაუბრა „2012 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ და დღეს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაზღვეულია,ეს კვლავაც ასე გაგრძელდება.სოციალური პროგრამების თვალსაზრისით უნდა ითქვას,რომ ჯერ კიდევ არიან ადამაინები,რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება,სწორედ ამიტომ სოც.პროგრამები გაფართოვდება“ კახაკალაძემ შეხვედრაზე ყურადღება განათლებასა და სპორტზეც გაამახვილა.როგორც,მან აღნიშნა,10 რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება.სკოლის მოსწავლეები კი სწავლის დაწყებისას კვლავ უფასოდ მიიღებენ სასწავლო წიგნებს.კალაძის განმარტებით მას შემდეგ რაც ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გახდა,გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა,ამიტომ მომავალი 4 წლის განმავლობაში 30 ევროპული თანამდეროვე ბაგა-ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. შეხვედრაზე კახა კალაძე ვაკის რაიონის პრობლემებს დეტალურად გაეცნო და არჩვენებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)