|
2017-09-18 18:03:07, 1967 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობა: ოკუპირებული აფხაზეთი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათი მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც, ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების განხორციელებითა და ხელშეკრულებების გაფორმებით ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის. მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)