14:22 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:44:40, 2213 ნახვა

კომენტარი
სირილ მიულერი: მსოფიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის განცხადებით, ბანკი 25 წლის განმავლობაში საქართველოს პარტნიორია. 

მიულერის თქმით, საქართველო აყვავებული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელშიც ბევრი წარმატებული რეფორმა განხორციელდა. 

„ადრეულ წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, მოსახლეობას ვეკითხებოდი ქუჩაში, რას ელით, საქართველო სად იქნება 5-10 წელიწადში? ბევრი ეჭვით უყურებდა მომავალს, ახლა 25 წლის თავზე ვხედავ ქუჩაში ხალხს, დამოუკიდებელ საქართველოში აყვავებულს. ძალიან ბევრი შოკი გამოვიარეთ ერთად, ერთად გამოვიარეთ ეკონომიკური კრიზისი. როდესაც პირველად საქართველოში ჩამოვედი, ძალიან განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით, ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა. საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ის გახლავთ, რომ საქართველო ძლიერი რეფორმატორი ქვეყანაა, მან 25 წლის განმავლობაში ეს დაამტკიცა. ეკონომიკის რეფორმას ახორციელებდა და ეს პროგრესი მომავალშიც უნდა გააგრძელოს“,- აღნიშნა მიულერმა.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა იყო, ახლა კი, საშუალო შემოსავლების მქონე გახდა. 

„ახლა მსოფიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, იმისათვის რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ დავადგენთ რა არის საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი. მე მინდა, პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს მოვუწოდო, რომ საჯარო ფინანსების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორად დარჩება და მომავალშიც მხარს დაგიჭერთ“,- განაცხადა სირილ მიულერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics