|
2017-09-14 16:34:53, 567 ნახვა
თეა წულუკიანმა „დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით ევროპული კომპანია „PDC Healthcare“-გან მიიღო. კომპანია (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია.იგი სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად უზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. „PDC Healthcare“ 60 წელზე მეტი გამოცდილების მქონეა და ამ კუთხით პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით. აღნიშნული სამაჯურების სრული რაოდენობა 29 600 ლარი დაჯდა, ერთეული სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრი „გაგუას კლინიკას“ ესტუმრა და ახალშობილებს საიდენტიფიკაციო სამაჯურები პირადად მიუტანა. 20 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლში, მათ შორის: ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის სამშობიარო სახლ „იმედის კლინიკასა“ და „გაგუას კლინიკაში“. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგაც მოამარაგებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)