|
2017-09-13 18:48:20, 2267 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრენინგების და ინოვაციური სერვისების შესახებ, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა წინასაარჩევნო გარემოზეც იმსჯელეს. OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დღეიდან დაიწყო. გრძელვადიანი მისია დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის 22 დამკვირვებელი, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)