|
2017-09-13 02:54:18, 1954 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას რეფერალური სტატუსის მიღება აქვს დაგეგმილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საცნობარო ლაბორატორიებს ეწვივნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული ინფორმაციის მოგროვება, რომელიც მომავალში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასსაშუალებას მისცემს დამატებითი - რეფერალური ფუნქცია შეითავსოს. რეფერალურია ლაბორატორია, რომელსაც ენიჭება კვლევის შედეგების დამადასტურებლის ფუნქცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ მაჩვენებლებზე სადაო შედეგების გადამოწმება. საქართველოში მსგავსი ინსტანციის ჩამოყალიბების შედეგად, ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება. რეფერალურ ცენტრად ჩამოყალიბება კი სხვადასხვა პროცედურების გავლას მოითხოვს. „რეფერალური სტატუსის მისაღებად, ჩვენი ლაბორატორიის ხარისხის მართვის სპეციალისტებსმუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება კი, აღნიშნული პროცესის განხორციელებას უფრო მეტად დააჩქარებს“,-განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია INIA - სა (The Spanish National Institute for Agriculture and Food Research and Technology) და Pirbright-ის (Institute in England) ინსტიტუტებთან წლების მანძილზე თანამშრომლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები პროფესიული კომპეტენციის ტესტირებას სწორედ ამ ინსტისტიტუტებში გადიან. (NS)
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)