|
2017-09-13 01:24:12, 2639 ნახვა
პოლიტიკა
მირიან ქათამაძე: ქობულეთი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება, რასაც პროფესიონალების გუნდი სჭირდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი, მირიან ქათამაძე, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენას მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის გამოცხადება მშობლიური მუნიციპალიტეტის წინაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. როგორც ქათამაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც გაბედული იდეები სჭირდება და რასაც ასევე გაბედული და კავალიფიციური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი განახორციელებს. „ჩემი ქობულეთელების მხარდაჭერით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი მაქსიმალურად შეუქცევადი გახდეს. ქობულეთი იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორია „ძლიერი თვითმმართველობა, ძიერი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა. მირიან ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)