|
2017-09-12 09:00:32, 2302 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი კონსტიტუციის პროექტზე: პრეზიდენტის ბოსტანში დევს ვეტო, თუ აიღებს, არ ვიცი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა თავისი თავი ჩიხში შეიყვანა. მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმებისა და კონსესუსის გარეშე მაღალი ხარისხის ტექსტზე საუბარი ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და კვალიფიკაციაზე მიანიშნებს. "ხედავს, რომ ყველა უკმაყოფილოა და წინააღმდეგია იმისი, რაც ხდება. ახლა ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ თვითონ ტექსტი არის მაღალი ხარისხისო და უკეთესი, ვიდრე ძველი და თვითონ პროცესს რა მნიშვნელობა აქვსო. არადა კონსტიტუციაში პროცესია მნიშვნელოვანი. ბრძნული წიგნები და ჭკვიანური აზრები ბიბლიოთეკაში, წიგნებში უფრო მეტი წერია, ვიდრე ნებისმიერ კონსტიტუციაში. კონსტიტუციას ძალას აძლევს და სახელმწიფოს ფუნდამენტად აქცევს პროცესი, რომელშიც ჩართულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც დღეს წარმოადგენენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოში არიან. ამიტომ პოლიტიკური შეთანხმების და კონსესუსის გარეშე მაღალი ხარისხის ტექსტზე საუბარი უბრალოდ ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და კვალიფიკაციაზე მიანიშნებს, ძალიან რბილად რომ ვთქვა",-აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, არ იცის გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას. "ვერ გეტყვით, პრეზიდენტის ბოსტანში დევს ვეტო, თუ აიღებს, არ ვიცი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილის განმარტებით, ამაყობს, რომ ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და კონსტიტუციას ზიანი არ მიაყენა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)