|
2017-09-12 06:51:27, 2305 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვცდილობთ ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ, რომ გამართული დოკუმენტი მივიღოთ
საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებულ კონსტიტუციაში სხვადასხვა დაწესებულებებს შორის ბევრი დისბალანსია. კერძოდ, როგორც კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტი არაა ისეთი ძლიერი როგორიც უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში, ასევე დუბლირებულია ფუნქციები, შესაცვლელია მაჟორიტარული სისტემა და სხვა. კვირიკაშვილის განმარტებით, ყველა თანხმდება, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაცვლელია და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული ნაბიჯი იქნება. „შეგვიძლია ვიდებატოთ რამდენად ავტორიტარული იყო მთავრობა ადრე, მახსოვს 2004 წელს როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, სადაც გაძლიერდა პრემიერის როლი. მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც ამ ცვლილებებს პარლამენტში შევეწინააღმდეგე, რადგან ეს პრინციპი ეწინააღმდეგებოდა ძალაუფლების პრინციპის ცნებას და კონსტიტუციის დებულებას. 2004 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი ბიზნესმენი და კარგად მახსოვს რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში. მასოვს შეიკრა 8 პარტიის კოალიცია, რომ შეცვლილიყო საარჩევნო კანონმდებლობა და რა მეთოდები გამოიყენებოდა ახლა ამ მეთოდებზე ნუ მალაპარაკებთ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, არსებული კონსტიტუციით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პრემიერის თანამდებობიდან გადაყენება და ეს წინა მთავრობის დროს გაკეთდა. „რადგან წინა პრეზიდენტი აპირებდა პრემიერის პოსტის დაკავებას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და ეს არის საზოგადოების პასუხი ავტორიტარიზმზე. „ესაა ისტორიული შანსი და ჩვენ ვიღებთ ძალიან დიდ რისკს. ვცდილობთ ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისათვის რომ მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც იქნება მისაღები, გამართული. ჩვენ ვუსმენთ საერთაშორისო ექსპერტებს, ვენეციის კომისიას, ვცდილობთ დავამყაროთ ბალანსი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შორის, ვახორცილებთ სერიოზულ ცვლილებებს“,-განმარტა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)