|
2017-09-12 06:02:59, 2100 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუციური ცვლილებების ახალი პროცესი არის ძალისხმევა, მივაღწიოთ კონსენსუსს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიებისადმი შეთავაზება, რომ ცვლილებების თავიანთი ვერსია შეიმუშაონ, არის ძალისხმევა, მიაღწიონ კონსენსუსს. „ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ გვესმის, კონსტიტუცია სცდება პარტიულ საზღვარს. ესაა დოკუმენტი, რომელიც ქმნის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ეს არაა რომელიმე მონაწილე პარტიის კონკრეტული პრინციპი. ზემდგომი დოკუმენტი დაფუძნებულია კონსენსუსზე და არა პრინციპებზე, რომელიც ერთი ან მეორე პოლიტიკური პარტიიდან მომდინარეობს. მე გავიზიარებდი მათ მიდგომას და ჩემს ხედვას უკან გადავდებდი, შევხედავდი მათ მიერ შემუშავებულ ვარიანტს, რადგან ჩემი ხედვა მეორეხარისხოვანია, კონსენსუსი კი პირველხარისხოვანი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თითქოს რაღაც ჩიხში შევიდა, ცვლილებებს ხელი მხოლოდ ერთმა პარტიამ მოაწერა. ვაჩვენოთ პარტნიორებს, რომ შეგვიძლია გავიზარდოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)