|
2017-09-12 03:56:17, 1899 ნახვა
საზოგადოება
N15 დაწესებულებაში და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი ლეილა აფციაური, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, Hilfswerk Austria International-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ნიკოლ მარია ბაუერი ესწრებოდნენ. სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. კერამიკის შემსწავლელ კურსებში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც ჩაერთვებიან, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. მინანქრის სახელოსნო, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International” და მისი ქართულ პარტნიორ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ ხელშეწყობით შეიქმნა. კერამიკის სახელოსნოს მოწყობასა და მსჯავრდებულებისთვის კერამიკის შემსწავლელი კურსების ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისა“ და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოების გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ახალი დასაქმების კერა გაჩნდა. პენიტენციური დაწესებულებების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულებს ექნებათ კონკრეტული პროფესია, რაც, საბოლოოდ, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელის გერჰარდ შაუმბერგერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მიმართულია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისაკენ და მათი საზოგადოებაში სწრაფი ინტეგრაციისაკენ. "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია, რომელშიც პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები იყვნენ ჩართულნი და ახლა უკვე ამ გამოცდილების დანერგვა დაწესებულებებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, მსჯავრდებულები, რომლებიც აქ მინანქარზე მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, დაწესებულების დატოვების შემდეგაც ამ გამოცდილებას თავიანთი ცხოვრების პოზიტიურად განვითარებისთვის გამოყენებენ", - აღნიშნა შაუმბერგერმა. პენიტენციურ დაწესებულებებში კერამიკისა და მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლას 200-მდე მსჯავრდებული შეძლებს. პროექტი ორწელიწადნახევარი გრძელდება და ის ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
(NS)
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)