|
2017-09-12 02:01:24, 2245 ნახვა
საზოგადოება
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცესკოს წინადადებით მიმართავს
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინადადებით მიმართავს. "საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრი გამოვლინდება წილისყრით, კომისიაში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებისაგან. ეს უკანასკნელი გარემოება შესაძლებელია არათანაბარ პირობებში აყენებდეს საარჩევნო სუბიექტებს, ვინაიდან კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას საარჩევნო კოდექსით დადგენილ მსგავს პროცედურებთან მიმართებით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი მიმართავს ცესკოს წინადადებით, იმსჯელოს, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ პროცესში საარჩევნო სუბიექტებმა ისარგებლონ თანაბარი პირობებით", - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)