|
2017-09-11 07:05:37, 566 ნახვა
პრემიერ-მინისტრი ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფროგაძლიერებას, - ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმაჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასდა აღინიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც სექტემბერში იგეგმება. პრემიერმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილირეფორმების, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ. ლიტვის საპარლამენტო დელეგაციამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პროგრესი კორუფციასთანბრძოლისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ლიტვისდელეგაციამ საქართველოსთვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. ინფორმაციას, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისშესახებ, ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ევროპულ ინსტიტუტებს მიაწვდის. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)