|
2017-09-10 13:08:33, 3513 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. სააკაშვილმა საზღვარი პოლონეთიდან, "შეგინის" სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გადაკვეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ასობით მხარდამჭერის დახმარებით შევიდა. მას თან მეუღლე და უმცროსი ვაჟი ახლდნენ. სააკაშვილის თანამოაზრეებმა საზღვარზე არსებული კორდონი გაარღვიეს და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგ სააკაშვილი ქალაქ ლვოვში გაემგზავრა. იქ მესამე პრეზიდენტს მხარდამჭერების კიდევ ერთი ტალღა დახვდა, რომლებიც : "მიხაილო, მიხაილოს!" სკანდირებდნენ. ცნობისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტიდან გეგმავდა, თუმცა შემდგომ მან მარშრუტი შეცვალა. სააკაშვილთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო და სხვა დეპუტატები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. სააკაშვილის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, მისივე მტკიცებით, მას უკრაინაში ბინადრობის უფლება, მოქალაქეობის არქონის მიუხედავად მაინც აქვს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ეკსტრადირება განხორციელდეს, რადგან საქართველომ უკრაინას შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)