|
2017-09-09 02:24:36, 2046 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მევენახეების შრომა დაფასდეს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის შეფასებით, რთველი 2017 ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს. „კახეთის რეგიონში უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, თუმცა რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში ახლა შედის. წელს მევენახეობის მიმართულებით განსაკუთრებით კარგი კონიუქტურა გვაქვს, რეკორდულად მაღალია ღვინის ექსპორტის მონაცემები. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მაქსიმალურად დაფასდეს მევენახეების შრომა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რთველს ძალიან წარმატებით ჩავატარებთ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის, რაც ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გატარებული რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, რთველის ორგანიზების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „საინტერესოა და მთავარია ის, რომ რთველი პირველად ტარდება სუბსიდიის გარეშე და ჩამბარებელი მეღვინე ზუსტად იმ ფასს უხდის მევენახეს, რაც არის რეალურად პროდუქციის საბაზრო ღირებულება. მე ვფიქრობ, რომ მეღვინეებსა და მევენახეებს, ასევე სახელმწიფოს შორის, რომელიც არის დარგში პოლიტიკის გამტარებელი, ეს კონსენსუსი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო 2017 წლის რთველისთვის, არამედ ზოგადად დარგის ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივისთვის" - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. 9 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13,2 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 4,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 6,5 ათას ტონამდე საფერავი, 750 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 11,6 მლნ ლარია მიღებული. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 115 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 54 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,1 ათას ტონას მიაღწია. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 5,3 ათასი ტონა, თელავი - 2,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 2,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,2 ათასი ტონა, გურჯაანი - 997 ტონა, ახმეტა - 504 ტონა, ლაგოდეხი - 154 ტონა და საგარეჯო - 132 ტონა. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.
(NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





