|
2017-09-06 06:48:28, 2355 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი კახიძეს: გირჩევთ, გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში და კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპილი საქართველოს წევრის ოთარ აბესაძის კრიტიკას კრიზისების მართვის საბჭოსადმი არ ეთანხმება. მან ოთარ კახიძეს კვალიფიკაციაზე ზრუნვა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში გარკვევა ურჩია. სესიაშვილის თქმით, პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალური კოორდინაციით იყო მობილიზებული ქვეყნის რესურსები ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად: „ბატონო, ოთარ, გისმენდით და მართლა ცდილობთ, რომ იყოთ კრიტიკული. რამდენად გამოგდით, ეს მეორე საკითხია.მინდა, ელემენტარული რჩევა მოგცეთ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალურად მთელი კოორდინაციით იყო მობილიზებული ჩვენი ქვეყნის რესურსები, რათა მართლაც ძალიან შაშის ბუნებრივ გამოწვევეას გავმკლავებოდით, უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ დააკნინოთ ის სახელმწიფო უწყეები და ის ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურად არიან ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის კრიზისების დასაძლევად შექმნილი. მაგრამ ჩემი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარულად გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში. გაერკვიოთ მათ ინსტრუქცუებში, იმ გეგმებში რომლებიც ამ უწყებას გააჩნია და მეტიც, იქნებ ერთხელ კეთილი ინებოთ და მიბრძანდეთ. ამ საბჭოს ჩამოყალიბების პირველივე დღიდან ჩართული ვიყავი ამ პროცესში და შესაბამისად მაქვს პატივი გითხრათ, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ ბრიტანელი კოლეგები ჩართული არიან და მაქსიმალურად გვიწევენ ექსპერტიზას, თავად ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანალოგია კობრას ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ტექნიკური შესაძლებლობით ეს უფრო ეფექტურია, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდე,ს ყველამ ერთად ვიფიქროთ,რომ ამ სისტემის რეპუტაციას და მის მოქმედებას ხელი შევუწყოთ, უსაფუძვლოდ ხდება თქვენი მხრიდან კრიტიკა. გირჩევთ, გაერკვიეთ ელემენტარულ ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და შემდეგ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, ოთარ კახიძემ კრიზისების მართვის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით,
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)