|
2017-09-06 03:41:12, 549 ნახვა
ნაძალადევში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო
ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე დაზიანებული გზის საფარის მოხსნა და გატანა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. „სანზონაში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა. ორივე პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე შეცვლა წყალსადენის ცენტრალური ქსელი, რითაც ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაც მოგვარდა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე - 1 966 კვ.მ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ზვარეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)