10:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 12:34:59, 2228 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, კახეთში, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ

კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და  მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, - ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. 

„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის მერობის რვა  კანდიდატი წარადგინა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics