02:59 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 09:45:34, 572 ნახვა

კორძაძე: დავასრულეთ სამწლიანი დავა - სასამართლომ ასავალ-დასავალს ჯარიმა დააკისრა

დავასრულეთ სამწლიანი დავა ერთი მხრივ მამუკა ხაზარაძეს და "თიბისი ბანკსა" და მეორე მხრივ "ასავალ - დასავალს" შორის, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, სასამართლომ ,,ასავალ-დასავალს", მის რედაქტორს და ჟურნალისტებს 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"სასამართლომ ,,ასავალ-დასავალს", მის რედაქტორს და ჟურნალისტებს დააკისრა მათ მიერ გავრცელებული ყველა ცრუ ცნობის ( მათ შორის იმ აბსურდის, თითქოს მამუაკა ხაზარაძე მერაბ კოსტავას ხელით შეეხო) უარყოფა გაზეთის ფურცლებზე, იგივე გვერდზე და იგივე შრიფტით და ხუთი ათასი ლარი მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით", - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს", ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა.  სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics