|
2017-09-01 06:35:17, 2232 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ოზურგეთში სამი პირის დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
ოზურგეთის რაიონში ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე, გ.დ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით. "გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის რაიონში მცხოვრები გ.დ. განაწყენებული იყო რა ყოფილი მეუღლის ქმარზე - გ.ც.-ზე და ყოფილი მეუღლის დედაზე - ნ.შ.-ზე, განიზრახა მათ მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარი ავტომანქანით მივიდა ნ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც დაინახა ნ.შ. და ამ უკანასკნელის მეზობელი მ.ჯ. გ.დ.-მ კუთვნილი სანადირო თოფიდან მოახდინა ნ.შ.-სა და მ.ჯ.-ს მიმართულებით გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ.შ.-მ, მ.ჯ.-მ და ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილმა. 2017 წლის 31 აგვისტოს, გ.დ. დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით. პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)