06:36 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 06:22:43, 2270 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის ამრიკელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მიმოვიხილეთ წარმატებული პროექტები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად განვახორციელეთ. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი გეგმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაცია იქნება. ამ თვალსაზრისით მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გავუსვით ხაზი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics