|
2017-08-04 11:41:58, 2662 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მამა გიორგი მამალაძე დაიკითხება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე დაიკითხება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და აქედან გამომდინარე, პროკურორისვე განმარტებით, უცნობია, ის გააჟღერებს გამოძიებისთვის მიცემულ ინფორმაციას, თუ სასამართლოს ახალ ინფორმაციას მიაწოდებს. დღევანდელ პროცესზე ასევე მოხდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. „როგორც წინა სასამართლო სხდომაზე მათ გააჟღერეს, დღეს მოხდება ბრალდებულის დაკითხვა. ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, გამოკვლეულია არაერთი წერილობითი მტკიცებულება და ცალსახად დადასტურებულია, რომ ბრალდებული ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდა. დაველოდებით დღევანდელ სასამართლო პროცესს, ის გააჟღერებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას, თუ შეცვლის ჩვენებას, როგორც მას ჩვევია და მოგვაწოდებს ახალ ინფორმაციას“,-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შეფასებით, წინასწარი გამოძიების დროს მამა გიორგი მამალაძემ მისცა ისეთი ჩვენება, რომელიც ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, საქმის შეწყვეტის საფუძველი იქნებოდა. „ ის იქნება ნათქვამი, რაც არის სიმართლე, რომ არანაირი მკვლელობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა“,-განმარტა მიხეილ რამიშვილმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)