|
2017-08-02 18:44:13, 2722 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 29 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ ლ.ღ.-ს და მის თანმხლებ ი.ღ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ობიექტის დაცვის 15-20 თანამშრომელმა, შედეგად ლ.ღ.-მ და ი.ღ.-მ სხეულს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. „მოცემულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილება. უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის სიახლოვეს რამდენიმე ბანკი და საკრედიტო დაწესებულებაა განთავსებული და მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერების მეშვეობით კონტროლდება, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ მოხდეს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვა, ვინაიდან, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მითუმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაძლო ღონისძიება გაატაროს ამ ინდივიდუალური დანაშაულის გამოსავლენად, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას: დანაშაულთან ბრძოლასა და მის შემდგომ პრევენციას, მოქალაქეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)