00:37 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 11:21:38, 2520 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.

თბილისის მერის თქმით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე კვირიდან, ჯივიპი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics