|
2017-07-31 16:31:56, 2615 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პროგნოზირება რთულია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პროგნოზირება რთულია. თუმცა, როგორც იზორიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის მიზანია, იმ დონეზე გაძლიერება, რომ რუსეთიდან მომდინარე ყველანაირი თავდასხმისა და საფრთხის რისკი შემცირდეს: „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ფაქტი. ის პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება, არის ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდი აღშფოთების საგანი, რასაც ჩვენ ვგმობთ, გვაქვს ერთობლივი ხედვა ამასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რასაკვირველია, საფრთხის პროგნოზირება რთულია. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ გლობალურ კონტექსტში, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკის და თავდაცვის პოლიტიკის მიზანია, ჩვენი იმ დონეზე გაძლიერება, რომ შევამციროთ ყველანაირი თავდასხმის და საფრთხის რისკი მომდინარე რუსეთიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი სიძლიერე არის სწორედ ამ საფრთხეების შემცირების ერთ-ერთი რეალური ბერკეტი, ჩვენი პოლიტიკა სამხედრო სფეროში მიმართულია, ნატოს მიერ განსაზღვრული გლობალური პოლიტიკის ფარგლებში და შეკავების პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ისახავს მიზნად, იმას, რომ ჩვენი დანაყოფები იყვნენ დაკომპლექტებული, როგორც ამას ნატო-ს სტანდარტები ისახავს მიზნად, აღჭურვილი ნატო-ს შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, იმყოფებოდნენ მუდმივ წვრთნაში და სამხედრო მომზადების პროცესში მოსალოდნელი, თუ შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)