09:10 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 12:00:41, 2803 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად

„თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად “,-ეს განცხადება საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა  ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  საქართველოსთან,  ბალტიის ქვეყნებთან და მონტენეგროსთან დაკავშირებით გააკეთა.

მანვე  რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედების  საკითხზეც ისაუბრა:

„შეერთებული შტატების გზავნილი ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთნაირია, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვრჩებით თავისუფლების დასაცავად. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია ზოგიერთი ქვეყნის მიმართ მიუღებელია, პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის ძალიან მალე მოაწერს ხელს სანქციებს“,-აღნიშნა მაიკ პენსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics