|
2017-07-21 16:36:57, 2045 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა
საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული. დელეგაციის შეფასებით, კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს. „2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია. ამ რეფორმებს, დამტკიცების შემთხვევაში, რამდენიმე მიმართულებით ექნება პირდაპირი და ირიბი გავლენა ადგილობრივ არჩევნებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა სამივე რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააკრიტიკეს გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობის ნაკლებობის გამო. კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ასევე ამ რეფორმების წამოწყება არჩევნების დღესთან ასე ახლოს. ამ ყველაფერმა ერთობლივად არჩევნების პროცესისადმი ნდობის საკითხზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც არ იქნა გამოყენებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში, არის ის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ზომებს არ ითვალისწინებს. საპარლამენტო მანდატების მხოლოდ 15 პროცენტი აქვთ ქალებს და საკრებულოებში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 12 პროცენტია. 71 არჩეული მერიდან და გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი. ჯგუფები, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინტენსიურ ადვოკატირების კამპანიას აწარმოებდნენ ისეთი საარჩევნო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფდა. საპარლამენტო და საკრებულოს პარტიულ სიებში გენდერული წარმომადგენლობის გასაზრდელად ნებაყოფლობითი ფინანსური წამახალისებელი ნორმა 2011 წელს დამკვიდრდა. თუმცა ეს ზომა არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მნიშვნელოვანი ბარიერების გადასალახად, რასაც ქალები პოლიტიკაში აწყდებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა პირდაპირ გავლენას არ ახდენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროცესი იყო წინააღმდეგობრივი და თითქმის ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების თანახმად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოზე. თავდაპირველად პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ინკლუზიურ დებატებს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნების გარდა, და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეთიშნენ აღნიშნულ პროცესს მაშინ, როდესაც, როგორც მათ აღნიშნეს, მათი მოსაზრებების უმრავლესობა არ იქნა გათვალისწინებული. ამასთანავე, პრეზიდენტმა თავიდანვე უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობაზე. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერები ამტკიცებენ, რომ რეკომენდაციების 80 პროცენტი ცვლილებების პროექტში აისახა, ამ შეფასებას ჩართული მხარეების მხოლოდ მცირედი ნაწილი ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხების ირგვლივ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს. საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც ქართული ოცნებაა, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს“, - ნათქვამია NDI-ს დელეგაციის ანგარიშში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)