|
2017-07-07 09:35:41, 1936 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლებამ ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერმა საზეიმო მიღებაზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკა იყო და არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი. პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ მხარდაჭერის დემონსტრირებაა ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ასეთ მოკლე პერიოდში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ქართული მხარე მოუთმენლად ელოდება. გიორგი კვირიკაშვილმა 1997-1998 წლებში, ედმუნდ მასკის სტიპენდიის მეშვეობით აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო, ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ასობით ახალგაზრდას ჰქონდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამერიკის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში და არა მხოლოდ ესწავლა აშშ-ში, არამედ კარგად გაეცნო ამერიკა და ეგრძნო ის ფასეულობები, რომლებითაც ამერიკა დღემდე მოვიდა. "სწორედ ილინოისში სწავლის დროს ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკელი ხალხის სითბო, სიკეთე და სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის ეს დღე - დამოუკიდებლობის დღე. სწორედ მაშინ რას ნიშნავს ეს დღე, ზოგადად, მთლიანად მსოფლიო ისტორიისთვის, ვინაიდან ოთხი ივლისი არის დღე, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის იქცა თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ძლიერ სიმბოლოდ. „ამერიკის რევოლუცია იყო დასაწყისი და არა შედეგი", - ასე ბრძანა პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა დეკლარაციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერების - თომას ჯეფერსონის, ჯონ ადამსის, ბენჯამინ ფრანკლინისა და სხვების მკაფიო ხედვა, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, დღესაც ცოცხალია მთელი მსოფლიოსთვის და შთაგონების წყაროა რა თქმა უნდა საქართველოსთვისაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ასევე გაიხსენა კიდევ ერთი დიდი ამერიკელი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის დღესაც აქტუალური სიტყვები - „თავისუფლებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ გიბოძებენ - ის უნდა მოიპოვო" და აღნიშნა, რომ ქართველი ერის მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა. "ჩვენ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რომ დღეს ეს ბრძოლა დემოკრატიის დამკვიდრებასა და მისი ღირებულებების ერთგულებაზე გადის. სწორედ ეს ასაზრდოებს ჩვენი ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. თქვენი ნებართვით, მე არ წავალ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში. ვფიქრობ, ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის. მე მჯერა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებია ის, რაც ქმნის ჩვენს ხანგრძლივს ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-თან და მტკიცე საძირკველს, რომელიც ამ ურთიერთობებს გააჩნია. ჩვენ განვიხილავთ აშშ-ს როგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს; პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები, და რომლის მხარდაჭერა დღესაც, ისევე როგორც განვლილი 25 წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. მინდა, მივმართო ამერიკელ ხალხს: ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიკეთეს, დაგიბრუნებთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი უპირობო ერთგულებით", - განაცხადა პრემიერმა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)