10:12 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:54:08, 2405 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოებმა, ევროპარლამენტს ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიმართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტისადმი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოების ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა. 

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ერთობლივი მიმართვის ინიციატორია, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც ქვეყნების ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება, მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. 

„წელს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები  განიხილება. პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი წერილით მივმართეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics