10:12 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 11:07:24, 2232 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი იქნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს:

“ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ისევე როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს, 3 არჩევნები ჩავატარეთ დღემდე ჩვენ უკვე - საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო და დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც, რომელიც ჩვენ ოქტომბერში გველის, იქნება ასეთივე გამჭვირვალე, თანამედროვე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი”,-განაცხადა პრემიერმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics