20:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 13:13:57, 2184 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმაზე სატელევიზიო დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო რეფორმაზე სატელევიზიო დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ არიდებს თავს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში მასთან ერთად საუბარს.

"კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს, ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics