|
2017-07-02 11:54:01, 2404 ნახვა
პოლიტიკა
"კაცობრიობა ტერორიზმის წინააღმდეგ", "თავისუფალი ირანი"-პარიზში პარტიის „ირანის წინააღმდეგობა" შეკრება გაიმართა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ირანის დემოკრატიული, ოპოზიციური პარტიის „ირანის წინააღმდეგობა"ყოველწლიური შეკრება გაიმართა. კონფერენციას ათასობით ადამიანი დაესწრო- როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლებიც. დამსწრე საზოგადოებას სენატორმა ჯოზეფ ლიბერნმა, გენერალმა ჯორჯ ქეისიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიმართეს. კონფერენციის ძირითადი მესიჯი იყო "კაცობრიობა ტერორიზმის წინააღმეგ", "თავისუფალი ირანი". ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანი ტერორიზმისგან უნდა გათავისუფლდეს. "ირანში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ირანის მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ერთადერთ დემოკრატიულ, ოპოზიციურ ძალას", - აღნიშნა აშშ-ის სენატორმა ნიუტ გინგრიჩმა. პოლიტიკოსებმა ირანში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ფოტოები ყვავილებით შეამკეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)