|
2017-06-30 18:22:39, 2392 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ტედ პო: საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის კონგრეში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. კონგრესმენმა საკუთარ გამოსვლაში საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. კონგრესმენის განცხადებით, „საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში. „ დემოკრატია, რომელიც მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად რუს დათვს ებრძვის. დასავლეთში, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოვებას. აშშ-ის სურს ითანამშრომლოს საქართველოსთან და მას ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს."- განაცხადა კონგრესმენმა პომ. მან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დამსახურება განსაკუთრებით აღნიშნა. „ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ავღანეთში. ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და გვიჩვენებენ თავდადებას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თანამსრომლობა საქართველოსთან და დავანახოთ მათდამი ჩვენი ერთგულება. არ დავუშვებთ საქართველოს დაკარგვას."- აღნიშნა ტედ პომ. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)