|
2017-06-29 11:28:47, 2031 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენმა პრემიერს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა პრემიერ–მინისტრს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა. როგორც ომბუდსმენის რეკომენდაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულია და სამოქმედოდ დაშვებულია მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП III-4-80), რომელიც მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი და გამომდინარე იქიდან, რომ განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის განთავსებული. "საქართველოს კანონმდებლობაში მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის არარსებობა საფუძველს უყრის მისი არაოფიციალური სახით გამოყენებასა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) რუსულ ენაზე მოქმედების გარდა, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიუღებლობა და შესაბამისად, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასეთი აქტის არარსებობა. მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ზემოხსენებული საკანონმდებლო ბადე ორაზროვანი, ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მასშტაბის ნორმებითა და წესებით ხასიათდება, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)