|
2017-06-24 20:47:51, 2332 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ქართველი პარლამენტარები ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან
ქართველი პარლამენტარები აბსოლიტურად შემთხვევით მოხვდნენ იქ სადაც არ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა. ხუხაშვილის თქმით, ქართველი პარლამენტარები ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან. ამხელა წინააღმდეგობაა საზოგადოების მხრიდან და ორ დღეში, ჯიუტად, 2024 წელს ცვლილებები რაც უნდა შევიდეს, პულტებს ისტერიულად აჭერენ, რომ ახლა მიიღონ. ამას ხომ რაციონალური ახსნა არ აქვს. ეს არის შიში. ეს არის შიში ადამიანებთან ნორმალური კომუნიკაციის, საკუთარი არარაობის; საკუთარი კომპლექსების რეალიზებას ახდენენ, იმიტომ რომ ეს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომლებიც აბსოლიტურად შემთხვევით მოხვდნენ იქ სადაც არ უნდა იყვნენ. იქ ხომ პოლიტიკოსი აღარავინ დარჩა?! ვინ არის იქ პოლიტიკოსი? - მე ვამბობ, რომ დღევანდელ პარლამენტში, (იმიტომ არ ვამბობ რომ აქ ვზივარ) ირმას ყველა პოლიტიკური სვლა და ყველა განაცხადი არის ყველაზე სწორი და ყველაზე დროული. შეიძლება ითქვას, ირმა არის ერთადერთი პოლიტიკოსი.",- განაცხადა ხუხაშვილმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)