|
2017-06-22 19:56:31, 2172 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში, რომელიც ფერმების მხარდაჭერისა და სოფლად განვითარებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)