|
2017-06-22 20:52:55, 2462 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა. პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილების მირების როლზე ისაუბრა: "მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი: იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება ანუ არაპირდაპირზე გადასვლა პირდაპირიდან იყო რაიმე ფორმით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი კიდევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული. ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა არის თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისთი არა 2020-ში, არამედ 2024-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას, ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)