|
2017-06-21 15:22:04, 2034 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და იანოშ ჰერმანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე წლის 19 ივნისს, ლუქსემბურგში გამართული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' მინისტერიალის თაობაზე; მიმოიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და 24 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს. სამინისტროს ცნობით, ორივე მხარე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. ამასთანავე, შეხვედრაზე ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრს გადმოსცა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის და გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში, ევროკომისრის კარმენუ ველას, ა.წ. 5-6 ოქტომბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში დაგეგმილი რიგით მეოთხე კონფერენციის „ჩვენი ოკეანის" ერთობლივი მოსაწვევი წერილი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)