|
2017-06-20 20:51:51, 2124 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, ბიუროს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს. რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება. “პრეზიდენტს გავუგზავნეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, თუმცა პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ, შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი საკითხი, ეს არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი და მეორე: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)