|
2017-06-20 12:32:18, 2027 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატები შს მინისტრს ხვდებიან
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან. მღებრიშვილი პარტიის ოფისში მოადგილეებთან ერთად მივიდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზეც ისაუბრებენ. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას თქმით, პერიოდულად გროვდება თემები, რომელზეც პასუხების მოსმენა აუცილებელია. „ამაში არაფერია არაბუნებრივი. შს მინისტრი არის ჩვენს მიერ ნომინირებული, წარდგენილი, დამტკიცებული და მისგან, ისევე როგორც სხვად დარგის მინისტრებისგან, ვისმენთ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით პასუხებს. შესაბამისად მორიგი სამუშაო შეხვედრაა დღესაც არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ. ჟურნალისტის კითხვას - შეეხება თუ არა საუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს, გაბუნიამ უპასუხა: „როდესაც აქტუალურ თემაზეა საუბარი, ბუნებრივია ეს საკითხიც იგულისხმება. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)