|
2017-06-19 22:23:26, 2187 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა გიორგი კახიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. „თუ საბოლოო ჯამში გადაწყდა ისე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმავე სისტემით, რაც ახლა არის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოხდა, ასეთ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ პროპორციულ ნაწილში შერეული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, პარტიულ პლურალიზმს კიდევ უფრო უზრუნველყოფს და პატარა პარტიებს საშუალებას მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავდეთ“, - აცხადებს გიორგი კახიანი. აღნიშნულ თემაზე, ასევე, ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2018-2020 წლებში საარჩევნო სისტემები არ შეიცვლება არც პრეზიდენტისთვის და არც პარლამენტისთვის, ასევე - შემცირდება ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე და პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე გაგრძელდება მსჯელობა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)