|
2017-06-16 20:11:25, 2176 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: ჩვენ სრულად ვეთანხმებით კომისიის და პარლამენტის გადაწყვეტილებას
პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე დემოკრატიული სისტემაა ქვეყნისთვის. ჩვენ სრულად ვეთანხმებით კომისიის და პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბუკიკიოს თქმით, ვენეციის კომისიამ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა ქართულ მხარეს იმისთვის, რომ მოხდეს ბალანსის დაცვა უმრავლესობასა და დანარჩენ ძალებს შორის. „ახლა ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა საშუალება, მაგალითად, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტიისთვის მანდატების პროპორციულად გადანაწილება. სხვა მხრივ, თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება ჩვენთვის მისაღებია. ჩვენი მიზანია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა არ იქნეს წარმოდგენილი, როგორც ძალაუფლების სრული მფლობელი. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს ისეთი რამ, რაც პარლამენტში უმრავლესობას სრულ კონტროლს მიანიჭებს. ეს არ შეესაბამება ევროპული ქვეყნის სტანდარტებს. ეს ყველაფერი დამოკიდებული უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაზე, ვინ სურთ, რომ იყოს წარმოადგენილი პარლამენტში,''- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)